მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი სამხედროების მომზადება

უკრაინელი სამხედროების მომზადება

მიუხედავად იმისა, რომ ახლა მსოფლიოს ყურადღება, გარკვეულწილად, ისრაელ-“ჰამასის” ომისკენაა მიმართული, მოკავშირეები უკრაინელი სამხედროების საბრძოლო მომზადების პროგრამებს აგრძელებენ. ამ პროგრამების ფარგლებში უკრაინის დასაცავად ათასობით მებრძოლი მომზადდა. საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესს“ შესაძლებლობა ჰქონდა, ჯარისკაცების წვრთნების მიმდინარეობას გასცნობოდა.

გასულ კვირას ფრანგულ სამხედრო ბაზაზე უკრაინის დამცველების მომზადების ოთხკვირიანი პროგრამა დასრულდა. სწავლების დროს გათვალისწინებული იყო ყველა ის თემატიკა, რომლებიც უკრაინასთან ომში რუსეთის აგრესიას ახასიათებს. ასეთი იყო, მაგალითად, ბრძოლა სანგრებში, რომელიც ერთ-ერთი გამოწვევაა.

“დღესდღეობით მათ სურთ, რომ ვასწავლოთ დასავლური ტაქტიკა და შევცვალოთ მათი მანევრების მეთოდიკა. აი, ამ ცოდნას ეძებენ აქ. ჩვენ ვაცნობთ და ვუზიარებთ იმ გამოცდილებას, რომელიც საფრანგეთსა და საზღვარგარეთ მისიების დროს დაგვიგროვდა. განსაკუთრებით აინტერესებთ, როგორ უნდა იბრძოლონ სანგრებში. მიმოვიხილავთ მსოფლიო ომების დროინდელ ჩვენს დოქტრინებსაც“, – აღნიშნავს ერთ-ერთი ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორი ვიცე-პოლკოვნიკი ივენი.

ევროკავშირის სამხედრო მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო, საფრანგეთმა უკვე 7 000 უკრაინელი სამხედრო მოამზადა, ნაწილი პოლონეთში, ნაწილი კი საფრანგეთში, სამხედრო ბაზაზე. როგორც ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორები აცხადებენ, ახალი მეთოდიკის შესწავლა უკრაინის არმიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროების მომზადებაში უკრაინის სხვა მოკავშირე ქვეყნებიც არიან ჩართული. ამერიკის შეერთებულ შტატებს დაახლოებით 18 ათასი უკრაინელი სამხედრო ჰყავს მომზადებული, ძირითადად, გერმანიაში. გასული 17 თვის განმავლობაში ბრიტანეთში 30 ათასმა უკრაინელმა სამხედრომ გაიარა წვრთნა. როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს პროგრამა უპრეცედენტოა.

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend