მთავარიაზიაისრაელითელ-ავივში ასობით ქალმა უდანაშაულო მძევლების გათავისუფლება მოითხოვა

თელ-ავივში ასობით ქალმა უდანაშაულო მძევლების გათავისუფლება მოითხოვა

თელ-ავივში საპროტესტო აქციაზე ასობით ქალი გამოვიდა. მათ ისრაელ-ჰამასის ომში მძევლად აყვანილი 240 ადამიანის ფოტოები გამოიტანეს და ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით გააპროტესტეს ცხელ წერტილში მიმდინარე მოვლენები

აქცია ქალთა უფლებების დამცველი ჯგუფის ,,Bonot Alternativa’’-ს მიერ იყო ორგანიზებული.

ცოცხალი ჯაჭვის შემდეგ ისინი შეუერთდნენ საერთო აქციას, რომელიც მძევლების ოჯახების მხარდასაჭერად გაიმართა.

,,მთელი მსოფლიო უნდა დავარწმუნოთ, რომ გატაცებული მოქალაქეები უდანაშაულოები არიან. უნდა ვიჩქაროთ, ყოველი წამი მნიშვნელოვანია. ჩვენც, მშვიდობიანი მოქალაქეებიც, ძალიან დიდ საფრთხეში ვართ. საკუთარ სახლშიც კი არ ვართ უსაფრთხოდ. შეხედეთ მათ, თითოეული მათგანი უდანაშაულო ანგელოზია. ისინი არაფერ შუაში არიან ამ სისხლიან დაპირისპირებაში’,’-ამბობს ლიატ სუსანა, გატაცებულის და.

ქალები მძევლების გათავისუფლებას მოითხოვენ, თელ-ავივი – Copyright AP

 

ისრაელმა განაგრძო ღაზის სექტორის დაბომბვა და ჩაერთო ურბანულ ბრძოლებში ანკლავის ჩრდილოეთით.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ომის დაწყების შემდეგ 11,070-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათგან ორი მესამედი ქალი და არასრულწლოვანია.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ერთადერთი ოფიციალური წყაროა, რომელიც ღაზის სექტორში მსხვერპლის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას.

წინა ომებში სამინისტროს ანგარიშებმა გაუძლო გაეროს შემოწმებას, დამოუკიდებელ გამოძიებებს და ისრაელის შეფასებებსაც კი.

დაახლოებით 2700 ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული. ისინი, სავარაუდოდ, ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend