მთავარიამერიკააშშსან-ფრანცისკოს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენცია

სან-ფრანცისკოს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენცია

სან-ფრანცისკოში, სადაც აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ლიდერების კონფერენცია იწყება, უამრავი პოლიციელია მობილიზებული

ქალაქში,  სადაც ქვეყნების ლიდერები დელეგაციებთან ერთად იმყოფებიან, საპროტესტო აქციებია მოსალოდნელი. აქტივისტები, რომლებიც კორპორაციულ მოგებებს, გარემოსდაცვით საკითხებს, არასათანადო სამუშაო პირობებსა და ისრაელ-ჰამასის ომს აპროტესტებენ, ეცდებიან, რომ თავიანთი ხმა მსოფლიოს მიაწვდინონ.

ერთ-ერთი მთავარი მოვლენა პრეზიდენტების – ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა იქნება. შეერთებული შტატები და ჩინეთი  წამყვანი გლობალური ეკონომიკური მოთამაშეები არიან. ისინი ერთად მსოფლიოს საქონლისა და მომსახურების 40 პროცენტზე მეტს აწარმოებენ. ამის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ურთიერთობა იყოს მოგვარებული.

შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ურთიერთობების ექსპერტს პატრისია კიმს მიაჩნია, რომ თუ შეერთებული შტატები და ჩინეთი ვერ დაალაგებენ ფუნქციურ ურთიერთობას,  ბევრი გლობალური პრობლემა უგულებელყოფილი იქნება. მისი თქმით, ეს ეხება როგორც კლიმატის ცვლილებას, ისე რეგიონულ კონფლიქტებს, როგორებიცაა ახლო აღმოსავლეთში ან უკრაინაში მიმდინარე ომები. პატრისია კიმი ამბობს, რომ თუ მხარეები არ ისაუბრებენ და მათ შორის არ იქნება სტაბილური ურთიერთობა, ასეთ საკითხებზე მხარეები შეთანხმებას ვერ შეძლებენ.

ეს იქნება 3 წლის განმავლობაში ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის მეორე პირისპირი შეხვედრა. მათ უნდა განიხილონ როგორც ტექნოლოგიური, ისე ვაჭრობისა და ტაივანის საკითხები, ასევე მიმდინარე ომები ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში. მიმდინარე კვირის განმავლობაში ქალაქში საპროტესტო აქციებია მოსალოდნელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend