მთავარიაზიაღაზაპალესტინელები ღაზის ჩრდილოეთ ნაწილს ტოვებენ და სამხრეთისკენ მიემართებიან

პალესტინელები ღაზის ჩრდილოეთ ნაწილს ტოვებენ და სამხრეთისკენ მიემართებიან

ისრაელის  არმია ღაზაში ურბანულ უბნებში უტევს „ჰამასის“ მებრძოლებს
ხალხი ცდილობს, თავი დააღწიოს ომს, რომელიც უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს. როგორც ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ომის შედეგად დაღუპული პალესტინელების რაოდენობა 11 ათასს აჭარბებს.

 

პალესტინელი ბავშვები ღაზაში – Copyright AP

ისრაელელ ჯარისკაცების მათი მთავარი მიზანი 7 ოქტომბერს ისრაელელებზე თავდასხმის გამო ,,ჰამასის“ განადგურებაა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ,,ჰამასის“ მთავარი სამეთაურო ცენტრი  ალ შიფას საავადმყოფოს კომპლექსის ქვეშ მდებარეობს.

პალესტინელი მებრძოლები და საავადმყოფოს პერსონალი ამ ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისრაელის არმია მათზე თავდასხმის საბაბს ეძებს.

ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაციისას 41 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, 1200 ადამიანი კი ისრაელში ,,ჰამასის“ თავდასხმის დროს. ამასთან, 240 ადამიანი კვლავ ,,ჰამამის“ დაჯგუფების ტყვეობაში რჩება.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ დაიღუპა 11070-ზე მეტი პალესტინელი, მათგან ორი მესამედი ქალი და არასრულწლოვანია. 2650 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

„ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ერთადერთი წყაროა, რომელიც ომში დაღუპული ადამიანების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend