მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარი„ეისითის“ კვლევა: გამოკითხულთა 87%-ს სურს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი...

„ეისითის“ კვლევა: გამოკითხულთა 87%-ს სურს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს

კვლევითმა კომპანიამ – „ეისითი“ საქართველოში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული დამოკიდებულებების კვლევა ჩაატარა. გამოკითხულთა 87%-ს უნდა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ეს სურვილი უფრო მეტად აქვთ თბილისში მაცხოვრებლებს.

მოსახლეობის გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2023 წლის 20-31 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო კვლევით საქართველოში მცხოვრები 18-65 წლის, 809 რესპონდენტი გამოიკითხა. შერჩევის ჯამური ცდომილება 3,5%-ია.

კვლევის შედეგებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში კომპანია „ეისითი კვლევის“ ექაუნთ მენეჯერმა, ნინო კალანდიამ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend