მას შემდეგ, რაც უკრაინამ ქალაქი ხერსონი რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან გაათავისუფლა, ადგილობრივ მოსახლეობას მუდმივად ესმის სროლისა და აფეთქებების ხმა მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროდან, სადაც რუსული ჯარები არიან განლაგებული. ადგილობრივი მოსახლეობა უკრაინის დროშით, ყვავილებითა და შამპანურით აღნიშნავს ხერსონის დაბრუნების წლისთავს.
თუმცა განგაშის ნაცნობი ხმა კვლავ ხშირად ისმის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ მხოლოდ შვიდი წამი აქვთ, რომ იპოვონ თავშესაფარი ან მყარი კედელი დასამალად.
მოსახლეობას ძირითადად სახლში უწევს ყოფნა, მხოლოდ სუპერმარკეტებში თუ გავლენ მცირე ხნით.
ხერსონში მცხოვრებნი იმედს არ კარგავენ, რომ ისინი ერთ დღეს ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. ერთი წლის წინ ხერსონიდან რუსული არმიის უკან დახევა უდიდეს წარმატებად მიიჩნეოდა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც სადღესასწაულო განწყობა ჰქონდა, დადიოდა ახლად გათავისუფლებული ქალაქის ქუჩებში და ამ ფაქტს ომის დასასრულის დასაწყისს უწოდებდა.
ტყვიაგაუმტარი ჟილეტებით მობილიზებული მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მუდმივ მზადყოფნაში არიან, ოკუპანტების მორიგი შეტევა მათთვის უკვე ახალი ამბავი აღარაა.
მოსახლეობას რუსეთ-უკრაინის 20-თვიან დაპირისპირებაში გამარჯვებისა და პატრიოტი ჯარისკაცების თავგანწირული ბრძოლის იმედი აქვს.