მთავარიაზიაღაზა31 დღე და ღამე სკოლაში - ევრონიუსის რეპორტაჟი ღაზიდან

31 დღე და ღამე სკოლაში – ევრონიუსის რეპორტაჟი ღაზიდან

ღაზის სექტორის მასწავლებლებისთვის ეს ადგილი უკვე რამდენიმე კვირაა ჯოჯოხეთად იქცა. 7 ოქტომბრის შემდეგ მოქალაქეები ცდილობენ, თავი შეაფარონ სხვადასხვა სკოლის შენობას. იქ ამ დროის განმავლობაში 130 მასწავლებელი უკვე დაიღუპა. ოსანა ტაბში ერთ-ერთია იმ მასწავლებელთაგან, რომელიც თვეზე მეტია სკოლის შენობაში ცხოვრობს. ის ამბობს, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მოსწავლეებთან უფრო ახლოს ყოფილიყო.

„როგორ მოხდა, რომ მომიწია ვიცხოვრო სკოლაში, საკლასო ოთახში… აქ სადაც ყოველ დღე მოსვლა მიხაროდა”, – ეუბნება ოსანა ევრონიუსს.

ოსანასთან ერთად შენობაში არიან პატარა პალესტინელებიც. მათი ცხოვრება ამ ომმა სამუდამოდ შეცვალა. აჰმად ნასარი ომის დაწყების დღეს იხსენებს.

“მე და ჩემი ძმები სკოლისთვის ვემზადებოდით, როცა ომი დაიწყო. ყველა მხრიდან ბომბები და რაკეტები ცვიოდა. იმის ნაცვლად, რომ სკოლაში სასწავლებლად მოსულიყავით ჩვენ აქ მოვედით, რომ თავი გადაგვერჩინა“.

ღაზის მასწავლებლისა და ამ მოსწავლეების ცხოვრება დაუსრულებელ კოშმარად ერთი თვის წინ იქცა მაშინ, როცა “ჰამასის” წევრებმა ისრაელის ტერიტორიაზე ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს და 240 გაიტაცეს, მათ შორის ბავშვები და ჩვილებიც კი. მას შემდეგ ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად აახლებს ისრაელის კონტრშეტევის მსხვერპლთა რაოდენობას.

ჰამასთან” დაკავშირებული ორგანიზაცია იუწყება, რომ ღაზაში 4400-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა.

ავტორი: ნებალ ჰაიო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend