“თანაცხოვრება დიაბეტთან, სირთულეები და მიღწევები’’- ამ სახელწოდების კონფერენცია და ღია დისკუსია გაიმართება 14 ნოემბერს, დიაბეტის მსოფლიო დღეს „ნიუ ვიჟენ„ უნივერსიტეტში.
კონფერენციას „ნიუ ვიჟენ” საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმები ატარებენ.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში კონფერენციის ორგანიზატორმა, „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის პროფესორმა, „ნიუ ვიჟენ“ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგმა და ამბულატორიული მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ კვარაცხელიამ და „ნიუ ვიჟენ“ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლელა ნემსაძემ ისაუბრეს.