მთავარიმსოფლიოევროპაპოლონეთისა და უკრაინის საზღვარზე 20 ათასზე მეტი სატვირთო მანქანაა გაჩერებული

პოლონეთისა და უკრაინის საზღვარზე 20 ათასზე მეტი სატვირთო მანქანაა გაჩერებული

უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე 20 000-ზე მეტი სატვირთოა გაჭედილი. გზა პოლონელმა მძღოლებმა გადაკეტეს. ამ ნაბიჯით ისინი  მეზობელი ქვეყნის მხრიდან  არასამართლიან კონკურენციას აპროტესტებენ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკვე ერთი კვირაა, რაც საზღვრის ორივე მხარეს რიგი თანდათან იზრდება.

უკრაინელ მძღოლებს სახლიდან აქვთ საჭმელი წამოღებული, თუ ვინმეს გაზი აქვს,  ჩაისა და ყავასაც იმზადებენ. თუ არადა, მშრალ საკვებს იღებენ. ირგვლივ მხოლოდ თხრილი და მინდორია, არ არის ტუალეტი მძღოლებს რთულ პირობებში უწევთ ყოფნა.

რამდენიმე ათეულმა პოლონურმა სატრანსპორტო კომპანიამ ორ ქვეყანას  შორის სამი ძირითადი გადასასვლელის გადაკეტვა ორშაბათიდან დაიწყო. კერძოდ, ისინი უკრაინელი კონკურენტებისთვის ქვეყანაში შესვლის ნებართვის გაცემის აღდგენას ითხოვენ.  მიზანი მათი რაოდენობის შემცირებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend