მთავარიევროპაესპანეთიმადრიდში საპროტესტო აქცია შეტაკებებში გადაიზარდა

მადრიდში საპროტესტო აქცია შეტაკებებში გადაიზარდა

ესპანეთის ქალაქებში მორიგი საპროტესტო აქციები და შეტაკებებია. მას შემდეგ, რაც სოციალისტურ პარტიასა და კატალონელ სეპარატისტთა დიდ ნაწილთან შეთანხმება გაფორმდა, მადრიდში, ესპანეთის სოციალისტური პარტიის შტაბ-ბინასთან, ძალადობის შემთხვევებიც გამოვლინდა. საპროტესტო გამოსვლები უკვე რამდენიმე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ხშირად შეტაკებებშიც იზრდება.

ესპანეთის სახალხო პარტიის წარმომადგენელს ალბერტო ნუნიეს ფეიჰოოს მიაჩნია, რომ ეს შანტაჟი და სასირცხვილო შეთანხმებაა და ის პრობლემებს კი არ მოაგვარებს, პირიქით, გააღრმავებს.

პოლიტიკური პარტიის „ვოქსის“ ლიდერი სანტიაგო აბასკალი განვითარებულ მოვლენებს აფასებს გადატრიალებად, რომელიც ერის, დემოკრატიისა და კანონის წინაშე აჯანყებას ნიშნავს. მისი თქმით, ესპანეთის ისტორიაში ბნელი პერიოდი იწყება.

ბოლო ინფორმაციით, შეთანხმება მოიცავს ამნისტიას მათთვის, ვინც 2017 წელს კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფის მცდელობისთვის გაასამართლეს, თუმცა შეთანხმების ბევრი დეტალი ჯერჯერობით უცნობია. ეს კი საზოგადოებაში იწვევს გაურკვევლობას, რაც პედრო სანჩესის გაკრიტიკების კიდევ ერთი მიზეზია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend