ამერიკელი მუსიკოსის, კურტ კობეინის, გიტარა მომდევნო კვირაში გასაყიდად აუქციონზე გადის. გიტარა დაახლოებით ორი მილიონი ამერიკული დოლარი ეღირება. თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ მუსიკოსისა და ჯგუფ „ნირნავას“ გულშემატკივრები გიტარაში ბევრად მეტსაც გადაიხდიან. აუქციონის აღმასრულებელ დირექტორ მარტინ ნოლანის განცხადებით, ეს არის გიტარა, რომელზეც კურტ კობეინი ყველაზე ხშირად უკრავდა. გიტარასთან ერთად აუქციონზე გადის კურტ კობეინის სიგარეტის შეკვრაც, რომელიც მან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაუხსნელი დატოვა. სიგარეტის შეკვრის საწყისი ფასი 1200 დოლარი იქნება.