ისრაელის თავდასხმას ღაზის დასავლეთ სანაპიროზე, ჯენინის ლტოლვილთა ბანაკზე, 13 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაღუპულთაგან 10 მებრძოლი იყო, რაც ,,ჰამასმაც“ დაადასტურა და დააზუსტა, რომ ისრაელის თავდასხმებს მათი ცხრა მებრძოლი ემსხვერპლა.
ისრაელელმა სამხედროებმა დააკავეს 20-ზე მეტი პალესტინელი, ჩამოართვეს იარაღი, საბრძოლო მასალა და გაანადგურეს მიწისქვეშა გვირაბი.
როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ექიმები საზღვრების გარეში“ აცხადებს, ისრაელის სამხედროებმა საავადმყოფოებში მისასვლელი გზები გადაკეტეს, რის გამოც ექიმები იძულებული გახდნენ, პაციენტები შორს მდებარე საავადმყოფოებში გადაეყვანათ.
Hospitals are not targets and must remain safe spaces. Medical care must not be impeded. We call on the Israeli military to stop firing on hospitals and to stop their military vehicles from blocking ambulances and medical staff from reaching health care facilities.
— Doctors w/o Borders (@MSF_USA) November 9, 2023
ადგილობრივების თქმით, ისრაელმა ორჯერ მიიტანა იერიში ღაზაზე
დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელების თქმით, ისრაელელი სამხედროები დაახლოებით ღამის 1 საათზე შეიჭრნენ ღაზის ქალაქში და გზების გასაკვალად ბულდოზერები გამოიყენეს.

დილის 10 საათზე ისრაელის ძალებმა დრონებით კვლავ შეუტიეს ღაზის დასავლეთ სანაპიროს. ისინი სხვადასხვა მიმართულებით ისროდნენ.