ისრაელის არმია განაგრძობს ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას.
სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას იღებენ ისრაელის როგორც სამხედრო საჰაერო ასევე საზღვაო და რაც მთავარია, სახმელეთო ძალები.
საბრძოლო მოქმედებების სიმძიმის ცენტრი ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილია.
ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ღაზაშიც.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, ქალაქ ღაზაშია “ჰამასის” მთავარი სამეთაურო პუნქტი.
Hamas uses this neighborhood to exploit and hide behind civilians, while carrying out Hamas’ singular objective—killing Israelis.
2/2 pic.twitter.com/g59Y2IszlU
— Israel Defense Forces (@IDF) November 10, 2023
ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის არმიამ გაანადგურა “ჰამასის” კუთვნილი ოცამდე სარაკეტო სისტემა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლები კი აცხადებენ რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზის სექტორის დაბომბვა გამოძიების საკითხი უნდა გახდეს.
ვოკერ ტიურკი, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი: “ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვა, მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ათასობით საცხოვრებელი შენობის დანგრევა და შედეგად შექმნილი გაუსაძლისი პირობები თავისთავად ქმნის ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ კრიზისს და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით გამოწვევებს. უკვე 4 კვირაა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალები ამ სამხედრო ოპერაციას ატარებენ და აუცილებელია, რომ ეს შეწყდეს, ეს პროცესი კი გამოძიებული უნდა იყოს”.
Stop the violence.
Guarantee safety of humanitarian workers.
Allow humanitarian aid into Gaza.
Free the hostages.
Bring perpetrators of serious human rights violations to justice.
— @UNHumanRights chief @volker_turk‘s urgent appeal from Jordan. https://t.co/3aFJclzwQp pic.twitter.com/kvBonnVadM
— United Nations (@UN) November 10, 2023
7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” მიერ წამოწყებულ ომში უკვე დაიღუპა 13 ათასამდე ადამიანი.