მთავარიაზიაღაზაისრაელი ღაზაში ყოველდღიურად 4 საათით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას დათანხმდა

ისრაელი ღაზაში ყოველდღიურად 4 საათით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას დათანხმდა

ისრაელის მთავრობა დათანხმდა, რომ ყოველდღიურად 4 საათით შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ღაზის სექტორის დატოვება შეძლოს
გადაწყვეტილებას მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

 

ამერიკული მხარის ინფორმაციით, შეერთებული შტატები ისრაელთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს მსგავსი სამხედრო პაუზების ხანგრძლივობისა და სიხშირის შესახებ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის მრავალდღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენაც მოუწოდებს.

ისრაელს მრავალდღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს გაეროს გენერალური მდივანიც, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, ომს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ეწირება

პალესტინის ჯანდაცვის ინფორმაციით ომში 11,000-მდე პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 4400-ზე მეტი ბავშვია.

„ჩვენ ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობას ვუჭერთ მხარს. რა თქმა უნდა, არაფერი ამართლებს 7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ ამაზრზენ ტერორის აქტებს. ამას მე სრულიად ვგმობ. ყველა მძევალი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამავდროულად, ახლა ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობა – მათ შორის ბავშვები და ქალები – დაუსრულებელი ჰუმანიტარული კოშმარის წინაშე დგანან. მათი სახლები, უბნები განადგურებულია. მათი ოჯახის წევრები მოკლული. ღაზაში ბომბების წვიმაა. მათ არ გააჩნიათ ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობები – არ აქვთ საკვები, წყალი, წამალი, ელექტროენერგია. ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი ღაზაში შედის, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად და დასაცავად“, – აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში.

ოთხსაათიანი ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებამდე, ინფორმაცია გავრცელდა ორი ისრაელელი მძევლის შესახებ

ღაზის სექტორში არსებული სიდიდით მეორე სამხედრო დაჯგუფებამ ისლამურმა ჯიჰადმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ორი მძევალია ნაჩვენებია.

ისლამური ჯიჰადის ინფორმაციით ისინი ორი მძევლის გათავისუფლებისთვის არიან მზად. ესენია არიან: 70 წლის ქალი ჰანაჰ კატზირი და პატარა ბიჭი იაგილ იააკოვი.

გავრცელებულ ვიდეოში ჯიჰადის წევრი ამბობს, რომ მათ 70 წლის ისრაელელი ქალის მოვლისთვის საჭირო მედიკამენტები არ აქვთ, ხოლო ბიჭის გამოშვება მისი პატარა ასაკიდან გამომდინარე გადაწყვიტეს. 

კატზირი და იააკოვი იმ 242 მძევალს შორის იყვნენ, რომლებიც „ჰამასმა“  7 ოქტომბრის თავდასხმისას გაიტაცეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend