ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე სამი წელი და ორი თვეა სასჯელს იხდის ირაკლი ბებუა, რომელიც საოკუპაციო ძალებმა აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო დააპატიმრეს. მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დღეს, 10 ნოემბერს, ირაკლი ბებუას ოჯახის წევრმა და “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საუბრობს “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი.