მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში ე.წ. „ბროლის ღამე“ გაიხსენეს

ევროპაში ე.წ. „ბროლის ღამე“ გაიხსენეს

ღამე, როცა ფაშისტებმა და გერმანელმა მოქალაქეებმა ებრაელების მაღაზიებისა თუ სხვა საკუთრების ვიტრინები ჩაამსხვრიეს, პოლიცია კი უმოქმედოდ აკვირდებოდა მოვლენებს

ევროპის ქვეყნებში 85 წლის წინ განვითარებული მოვლენები – ე.წ. „ბროლის ღამე“ გაიხსენეს, როცა ფაშისტებმა და გერმანელმა მოქალაქეებმა ებრაელების მაღაზიებისა თუ სხვა საკუთრების ვიტრინები ჩაამსხვრიეს, პოლიცია კი უმოქმედოდ აკვირდებოდა მოვლენებს. აქედან იწყება გერმანიაში ებრაელების ეკონომიკური და პოლიტიკური დევნა.

გერმანიისა და ავსტრიის ბევრ ქალაქში მსვლელობები გაიმართა.

მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე ხაიმ ზონენფელდი ამბობს, რომ საფრთხე მუდმივად არსებობს. არავინ იცის, როდის რა მოხდება. მისი თქმით, ანტისემიტიზმი დროთა განმავლობაში და განსაკუთრებით კონფლიქტის ფონზე  გაიზარდა.

თუმცა მათ არ ეშინიათ ქუჩაში კიპათი თუ ტრადიციული ებრაული სამოსით გასვლა, დროშით ხელში თავიანთი ქვეყნის, საზოგადოების, ხალხისა და ერის წარმოჩენა.

მსვლელობები ავსტრიისა და გერმანიის ბევრ ქალაქში  გაიმართა

დიდ ბრიტანეთში მეფე შეხვდა იმ ებრაელებს, რომლებიც წლების წინ  სამაშველო ოპერაციის -„ქინდერტრანსპორტის“ ფარგლებში დიდ ბრიტანეთში გადაიყვანეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend