მთავარისაქართველოეუთო/ოდირის დასკვნა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონზე

ეუთო/ოდირის დასკვნა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონზე

“ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებების ოფისმა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სასწრაფო დასკვნა მოამზადა და ის საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა” , – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული.

ეუთო/ოდირმა დასკვნის მომზადებისას კონსულტაციები გაიარა გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში. როგორც ეუთო/ოდირი მიუთითებს, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ასევე იცავს გრძელვადიან დემონსტრაციებს, გახანგრძლივებულ მჯდომარე აქციებს, ადგილის დაკავების ტიპის მანიფესტაციებსა და მოიცავს შეკრების ფორმისა და ტიპის არჩევის თავისუფლებასაც. 5 ოქტომბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „ქართული ოცნების” კანონპროექტი, რომლითაც აქციებზე კარვების გაშლა და სხვა დროებითი კონსტრუქციების მოწყობა იზღუდება. პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო, შესაბამისად, პარლამენტში მისი განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend