მთავარიაზიაისრაელი„ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის მართვასა და მის ოკუპაციას“ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი

„ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის მართვასა და მის ოკუპაციას“ – ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი შეტევებს იქამდე გააგრძელებს, სანამ ეს საჭირო იქნება. მისი თქმით, თუ „ჰამასის“ ტერორისტები ისრაელელ მძევლებს არ გაათავისუფლებენ, ისრაელი ცეცხლს არ შეწყვეტს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელ-ჰამასის ომში დაღუპულთა რაოდენობამ 11 000-ს მიაღწია, მათ შორის 4 400-ზე მეტი ბავშვია.

,,ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის მართვასა და მის ოკუპაციას. ჩვენი მიზანია, მთელ ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია დასტაბილურდეს. მე დავსახე კონკრეტული გეგმები, მაგრამ გრაფიკი არ შემიდგენია. შეიძლება, ჩემი გეგმების განხორციელებას დიდი დრო დასჭირდეს, მაგრამ მას ბოლომდე აუცილებლად მივიყვანთ. ვცდილობთ, რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და მაქსიმალურად გავზარდოთ „ჰამასის“ ტერორისტების დანაკარგი. ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად გამოგვდის.

ჰამასის“ წინააღმდეგ ყოველდღე ვიბრძვით, უბრალოდ კონკრეტულ ადგილებსა და კონკრეტულ დროს. როცა ცეცხლი შეწყვეტილია, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გავარიდოთ ცხელ წერტილს და გადავიყვანოთ უსაფრთხო ადგილას.

თუ „ჰამასის“ ტერორისტები ისრაელელ მძევლებს არ გაათავისუფლებენ, ცეცხლს არ შევწყვეტთ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend