მთავარიმსოფლიოზეითუნის ზეთზე ფასების რეკორდული ზრდის შედეგად გახშირდა ზეთისხილის ქურდობის შემთხვევები

ზეითუნის ზეთზე ფასების რეკორდული ზრდის შედეგად გახშირდა ზეთისხილის ქურდობის შემთხვევები

ზეითუნის ზეთზე ფასების რეკორდულმა ზრდამ  ხმელთაშუა ზღვის აუზის გარშემო კრიმინალებს ახალი შესაძლებლობები გაუჩინა.
საწყობების ტეხა, ბუღალტრული თაღლითობები და პროდუქტის ფალსიფიცირება – ეს ის მზარდი ტენდენციებია, რომლებიც საბერძნეთში, ესპანეთსა და იტალიაში წარმოიქმნა. ასევე იზრდება დამნაშავეების მიერ ბენზოხერხებით ტოტებისა და ზოგჯერ მთლიანად ხეების მოჭრის შემთხვევები.
ზეთისხილის ხე, სალონიკი – Copyright AP

ზეთისხილის გამშენებელი ნეილოს პაპაქრისტუ ამბობს, რომ დამნაშავეები ეძებენ დახუნძლულ ტოტებს და  ჭრიან. ისინი ფერმერებს არა მხოლოდ ზეთის ხილს ჰპარავენ, არამედ ხეებსაც სერიოზულ ზიანს აყენებენ. ჩვეულ მდგომარეობას რომ დაუბრუნდნენ, ამისთვის 4 – 5 წელია საჭირო.

ათენთან ახლოს ერთ-ერთ საოჯახო ბიზნესში დამნაშავეები გამშენებლებს აიძულებენ, მოსავალი ადრე აიღონ  და, შესაბამისად, მცირე მოსავალი ჰქონდეთ, რათა თავიდან აიცილონ გრძელვადიანი ზარალი.

ზეთისხილის გამშენებლის ქრისტოს ბეკასის თქმით, გასულ წელს 3.7 კილოგრამი ზეთისხილიდან კილოგრამ ზეთს აწარმოებდნენ. ახლა კი  ამისთვის თითქმის 10 კილო ზეთისხილია საჭირო. 600 კილო ზეთისხილიდან 60 კილო ზეთი გამოვა, მაშინ, როცა გასულ წელს 180 აწარმოეს.

ზეთისხილის მოსავლის აღება – Copyright AP

 

ზეითუნის ზეთის ბაზარი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იზრდებოდა, ახლა კი თითქმის 2-წლიანი გვალვის შედეგად სერიოზულად დაზარალდა. მაღალი გლობალური მოთხოვნის ფონზე მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ მომდევნო თვეებში პრობლემა მაღალი ფასები კი არა,  მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად არასაკმარისი რაოდენობის პროდუქტის წარმოება იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend