მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარისოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმზე წლის სოციალური საწარმო „იკორთა“ გახდა

სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმზე წლის სოციალური საწარმო „იკორთა“ გახდა

სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმი გაიმართა

ფარული კენჭისყრის გზით წლის სოციალური საწარმო ,,იკორთა“ გახდა. ღონისძიებას საჯარო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების 150-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

სოციალური მეწარმეობის ფორუმის მიზანი სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია და ამ სფეროში საზოგადოებისთვის სიახლეების გაცნობაა.

ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე კუსიანმა და სოციალური საწარმო ,,იკორთას” კომუნიკაციების მენეჯერმა, ანა ახლოურმა ისაუბრეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend