მთავარიაზიაღაზაშიმშილი ღაზის დევნილთა ბანაკში

შიმშილი ღაზის დევნილთა ბანაკში

ღაზის სექტორის სრულმა ბლოკადამ დევნილთა ბანაკში დარჩენილ ადამიანებს კვების საშუალება არ დაუტოვა. ისინი ამბობენ, რომ ბომბებით სიკვდილს ნელი, შიმშილით სიკვდილი არჩიეს.

შიმშილი – ეს სიტყვა ყველაზე კარგად ხსნის ღაზის დევნილთა ბანაკში არსებულ მდგომარეობას. აქ შიმშილისგან დასუსტებული, უენერგიო ბავშვები, ასეთივე მდგომარეობაში მყოფ მშობლებთან ერთად მთელი დღის განმავლობაში საკვებს ეძებენ და ვერ პოულობენ. დევნილთა ბანაკში დღეში ერთხელ, პატარა პურის ნატეხის ჭამაც კი იშვიათია.

ღაზის დევნილთა ბანაკი – აქ ისინი არიან, ვინც ომს გამოექცა. თან ვერაფერი წამოვიღეთო ამბობენ, თუმცა ამაზე ბევრს ვერც დარდობენ, რადგან აქ ყოველდღე გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა. ბავშვები მშივრები იძინებენ და ოცნებობენ, რომ დღეში ერთხელ მაინც ჭამონ რაიმე, თუმცა ამ მისიის შესრულება წარმოუდგენელია.

„მე აქ ცეცხლი დავანთე ხორბლის მოსამზადებლად, ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის, იქნებ გამოგვივიდეს და ვჭამოთ. გუშინდელს შემდეგ არაფერი გვიჭამია“, – იამენ ლაბადი, დევნილი.

„როცა დედა საჭმელს ამზადებს მას მე და ჩემს ძმებს გვიყოფს. ზოგჯერ სულ მშიერს მიწევს დაძინება“, – ბათულ ალ-სკაფი, დევნილი.

დევნილები მთელი დღის განმავლობაში ცდილობენ საკვების მოპოვებას და შემდეგ მოპოვებული პროდუქტებით ახალ კერძებს იგონებენ.

„პურის მოპოვება ძალიან რთულია, წყლის უფრო რთული, ფქვილსაც ვერ ვშოულობთ. ბავშვების მდგომარეობა ძალიან რთულია. ვოცნებობთ, რომ დღეში ერთხელ მაინც გამოვკვებოთ. სახლებიდან ისე სწრაფად გამოვიქეცით, ვერაფრის წამოღება ვერ მოვასწარით. ომის დაწყებას არ ველოდით, ამიტომ არაფერი გვაქვს, მათ შორის არც ფული“, – უმ მაჰმუდ ალ-ათამნა, დევნილი.

ღაზის სექტორის სრულმა ბლოკადამ აქ დარჩენილ ადამიანებს კვების საშუალება არ დაუტოვა. ისინი ამბობენ, რომ ბომბებით სიკვდილს ნელი, შიმშილით სიკვდილი არჩიეს.

პალესტინელები ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილს ტოვებენ, 5 ნოემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Hatem Moussa

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend