მთავარისაქართველოოკუპანტების მიერ დატყვევებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია

ოკუპანტების მიერ დატყვევებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია

 

თავისუფალია უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგნელებმა უკანონოდ დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, თამაზ გინტურის მკვლელობისას. ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგენთში გამართულ ტექნიკურ  შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან, მასთან ერთად მყოფი თამაზ გინტური კი მოკლეს. ეს მაშინ მოხდა, როცა საქართველოს მოქალაქეები ლომისის ტაძარში სალოცავად იმყოფებოდნენ. მათი მანქანა ოუპანტებმა მაშინ დაცხრილეს, როცა ისინი ეკლესიიდან გამოვიდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend