მთავარისაქართველონატოს სამხედრო კომიტეტის წევრები უწყებათაშორისი სწავლების "დიდგორი 2023" მიმდინარეობას გაეცნენ

ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები უწყებათაშორისი სწავლების “დიდგორი 2023” მიმდინარეობას გაეცნენ

საქართველო ნატოს სამხედრო კომიტეტს მეხუთედ მასპინძლობს. დაგეგმილია ალიანსის სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომის გამართვა.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები გაეცნენ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიმდინარე  საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის მიმდინარეობას.

„დიდგორი 2023“-ის ხელმძღვანელებმა ნატოს წარმომადგენლებს ეროვნული დონის სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესი გააცნეს. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია სიმულაციური ცენტრების მუშაობის შესახებაც.  ვიზიტის ფარგლებში ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალი რობ ბაუერი შეხვდა როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ასევე  თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის თავდაცვის ძალების მეთაურს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს. მათ ნატოსა და ალიანსის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საქართველო ნატოს სამხედრო კომიტეტს მეხუთედ მასპინძლობს. დაგეგმილია ალიანსის სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომის გამართვაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend