მთავარიაზიაისრაელიისრაელის არმია ქალაქ ღაზის ქუჩებში იბრძვის

ისრაელის არმია ქალაქ ღაზის ქუჩებში იბრძვის

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილი კიდევ 50 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუბარი ნაადრევია, სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქი ღაზა კი ისრაელის თავდაცვის ძალების თითქმის სრული კონტროლის ქვეშ არის, ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა ქალაქის ცენტრალური ნაწილი უკვე დაიკავეს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის პოლიტიკური მომავალი პალესტინელი ერის გადასაწყვეტია.

ისრაელის არმიის ჯარისკაცები ქალაქ ღაზის ქუჩებში იბრძვიან.

სახელმწიფოს სამხედრო და პოლიტიკური მეთაურობის წარმომადგენელთა განცხადებით, ისრაელის შეიარაღებული ძალების ამოცანა ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” ძირფესვიანად მოსპობაა.

დანიელ ჰაგარი, ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესმდივანი: “ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუბარი ამ ეტაპზე ზედმეტია. ღაზის სექტორის მოსახლეობა სამხრეთით გარბის ვინაიდან “ჰამასი” მათ ზურგს უკან იმალება. ამჟამად სახმელეთო ოპერაციის მნიშვნელოვანი ეტაპია, ქალაქ ღაზის გარკვეულ მიდამოებს “ჰამასი” ჯერ კიდევ აკონტროლებს, “ჰამასის” სამხედრო მეთაურობა ჩვენი პირველი სამიზნეა, საბრძოლო მოქმედებების არეალში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სამშვიდობო ზონებია შექმნილი, თვალს ვადევნებთ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროცესსაც”.

ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ მიდამოებში “ჰამასის” მიერ სამოქალაქო მოსახლეობის მიერ კუთვნილ შენობებში შეიარაღების საცავები იპოვეს.

ისრაელელმა სამხედროებმა აღმოაჩინეს სამხედრო დრონებისა და რაკეტების დასამზადებელი საამქროებიც.

იცხაკ იდო, ისრაელის არმიის ჯარისკაცი: “ვცდილობთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზიანდეს. აქ მცხოვრებ ადამიანებს წინასწარ ვაფრთხილებთ, მათ ვეუბნებით, რომ დროა საბრძოლო მოქმედებების არეალი დატოვონ. ამ გზით ვიცით, სად არიან მოქალაქეები და სად ტერორისტები. აქ მე პირადად მოქალაქე არ მინახავს, მხოლოდ “ჰამასის” ტერორისტები. ტერორისტები მიწისქვეშაც იმალებიან. რამდენიმე თანამებრძოლი დავკარგეთ, მიუხედავად ამისა, წინ მივიწევთ, ჩვენს მოვალეობას შესაბამისად ვასრულებთ”.

7 ოქტომბერს “ჰამასის” მიერ წამოწყებული ომის შედეგად ისრაელის შეიარაღებული ძალების 32 ჯარისკაცია მოკლული.

ისრაელის არმიის ჯარისკაცების მიერ ნაპოვნი დოკუმენტების თანახმად, “ჰამასი” სამხედრო რესურსის კონცენტრაციას ღაზის სექტორის სამხრეთ და ცენტრალურ მიდამოებში გეგმავდა.

“ჰამასი” განაგრძობს ისრაელის კუთვნილ დასახლებებზე სარაკეტო იერიშების მიტანას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend