მთავარიაზიაღაზაღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარებაა

ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარებაა

თითქმის მილიონ-ნახევარი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა ღაზაში მიმდინარე ომის გამო.

ღაზაში ზოგი თავს გაეროს მიერ მართულ დაწესებულებას აფარებს. ხოლო სხვები კი იძულებული არიან, ღამე სკოლებსა და საავადმყოფოებთან ახლოს ქუჩებში გაათენონ. ნებისმიერ შემთხვევაში საკვების დეფიციტია, დაზიანებულია წყლის მომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები, შეზღუდულია წვდომა სასმელ წყალზე. ასეთ პირობებში გაზრდილია ინფექციების რისკი, რომლებიც ტრავმების, ოპერაციებისა და ჭრილობების შედეგად ჩნდება.

პალესტინელები ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში – Copyright AP

ადგილობრივები ამბობენ,  რომ სათანადო სველი წერტილები არ არსებობს, რეგიონში საშინელი მდგომარეობაა.

ჯანდაცვის მხრივაც ურთულესი, კატასტროფული ვითარებაა, სიბინძურე და დაავადებები კი ყველაზე მეტად ბავშვებზე მოქმედებს.

განსაკუთრებით დიდი საფრთხის წინაშე ორსული ქალები და ახალშობილები არიან. ბოლო ინფორმაციით, ღაზის სექტორში  50 000 ქალი ბავშვს ელოდება, დაახლოებით 337 000 კი 5 წლამდე ასაკის ბავშვია.

დაჭრილი პალესტინელი ქალი ჰოსპიტალში გადაჰყავთ – Copyright AP

ნასერის საავადმყოფოს თანამშრომელი ასაად ალ-ნავაჟა ამბობს, რომ სამშობიარო განყოფილებაში გაორმაგდა სამუშაო ღაზის მოსახლეობის ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით გადაადგილების გამო.

ომისა და სტრესის ფონზე გაიზარდა ნაადრევი მშობიარობის შემთხვევებიც.

ჯანმო კი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების  მყისიერად და დაჩქარებული წესით შეტანას მოითხოვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend