მთავარიმსოფლიოცივი ომის დარღვეული შეთანხმებები

ცივი ომის დარღვეული შეთანხმებები

ცივი ომის მიწურულს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გაფორმებული რიგი შეთანხმებები გაუქმებულია, გაუქმებულია ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება, ასევე მოსკოვის მიერ ცალმხრივ გაუქმებულია 1987 წელს გაფორმებული START-ის ხელშეკრულებაც, რომელიც ამ სახის ბოლო მოქმედი ხელშეკრულებაა ორ სახელმწიფოს შორის. ეს ხელშეკრულებები უზრუნველყოფდა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შეიარაღების შეჯიბრის შენელებას, უკრაინაში მიმდინარე რუსულმა ინტერვენციამ კი ათწლეულების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის მიღწეულ ბირთვულ და სარაკეტო დემილიტარიზაციას ხაზი გადაუსვა.

მსოფლიოში ბირთვული შეიარაღების უდიდესი არსენალი მოსკოვს ეკუთვნის, რამდენიმე ასეული რაკეტით ნაკლებს ფლობს ვაშინგტონი.

ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის არსებობისა და ცივი ომის მიწურულს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის ბირთვული შეიარაღების წარმოებისა და ფლობის შემცირების მიზნით რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა.

ორ სახელმწიფოს შორის გაფორმდა კონვენციური შეიარაღების შეზღუდვის შესახებაც ხელშეკრულებები.

ამ ხელშეკრულებათა უდიდესი ნაწილი კი დღეს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან როგორც მოსკოვი ასევე ვაშინგტონი შეთანხმებით გათვალისწინებულ დებულებებს არ ასრულებენ, ან რიგ შემთხვევებში ხელშეკრულებებს ტოვებენ, როგორც CFE-ისა და START-ის ხელშეკრულებები.

უილიამ ალბერკუე, სტრატეგიული ანალიზის საერთაშორისო ცენტრის მკვლევარი: “რუსეთის ფედერაციამ ბირთვული შეიარაღების, არსენალის მოცულობისა და გამოცდის კონტროლის თვალსაზრისით ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნა. ჩვენ რუსულ მხარეს თავისუფლად მოქმედების საშუალებას ვაძლევთ, ეს ყოველგვარ აზრს გახლავთ მოკლებული, სრულყოფილი ინფორმაცია მხოლოდ ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული რუსული ბირთვული შეიარაღების შესახებ გვაქვს, ეს კი არ კმარა. ამ წლების განმავლობაში რუსული მხარის მფლობელობაში არსებული ბირთვული შეიარაღების არსენალის შესახებ მხოლოდ მწირი ინფორმაცია მოგვეწოდებოდა”.

ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის წევრი 31 სახელმწიფო მზად არის, რომ ცვალებადი სამხედრო კონტექსტის ფონზე განაგრძოს ალიანსის ტერიტორიის დაცვა.

უილიამ ალბერკუე, სტრატეგიული ანალიზის საერთაშორისო ცენტრის მკვლევარი: “ჩვენ ამჟამად გვესაჭიროება უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით მეტი სამუშაოს გაწევა, ჩვენ შეიარაღების შეჯიბრში ვიმყოფებით, ეს გახლავთ მოცემულობა, რომელიც სტაბილურობას უქმნის საფრთხეს და ამავე დროს შეუდარებლად ზრდის სამხედრო ხარჯებს. არსებობს რისკი, რომ ესკალაციის წინაშე აღმოვჩნდეთ, ბირთვული შეიარაღების კონტროლისა და შემცირების მიზნით ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმების დრო წარსულს ჩაბარდა. რა ბედი ელის პეკინსა და ვაშინგტონს, ნიუ დელისა და პეკინს ან გნებავთ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ამ მიმართულებით მოლაპარაკებების წარმოების პერსპექტივას? ეს საკმაოდ რთული საკითხებია და აუცილებელია, რომ ამ სახელმწიფოებს შორის კომუნიკაცია არ შეფერხდეს. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიალოგი საკმარისი არ იქნება”.

დემოკრატიულ დასავლეთში აცხადებენ, რომ მზად არიან სამხედრო რისკების შემცირების მიზნით თანამშრომლობისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend