თბილისში, ქეა კავკასიის მხარდაჭერით, უკრაინული ბიზნეს ინიციატივის „Future Baker”-ის გახსნის ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ხაზი გაესვა ბიზნეს სექტორში ქალთა როლზე და ასევე უკრაინული ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოში.
საცხობის გახსნის ღონისძიებას საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ბიზნეს ინიციატივა პროექტის „უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა მათი ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ ფარგლებში განხორციელდა. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში “ქეა კავკასიის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ხაჩიძემ ისაუბრა.