მთავარიგადაცემებიScenesუგანდელი დიზაინერი საკუთარ კულტურას მოდის საშუალებით წარმოაჩენს

უგანდელი დიზაინერი საკუთარ კულტურას მოდის საშუალებით წარმოაჩენს

„ევრონიუსი“ აშუქებს იმ ახალგაზრდების ცხოვრებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებმაც შეძლეს დიდი სირთულეების გადალახვა და რეალურად შეცვალეს ცხოვრება. ასეთია უგანდელი დიზაინერი ქალი, რომელმაც ავადმყოფობა შესაძლებლობად აქცია.

უგანდის დედაქალაქ კამპალაში ახალგაზრდა დიზინერი ქალი რეიჩელ ბაშაბე საერთაშორისო დონის ბიზნესს აწარმოებს. მართალია მას არასდროს უვლია დიზაინის შემსწავლელ სკოლაში, მაგრამ მოდის ბრწყინვალე ბიზნესად აქცია. მისი კომპანია Veryl Designs ტრადიციულ აფრიკულ ორნამენტებს თანამედროვე გემოვნებით ახამებს.

„მიყვარს კერვა. მომწონს ისეთი სამოსის შექმნა, რომელიც გაგაოცებს,“ – ამბობს რეიჩელ ბაშაბე, Veryl Designs-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. „მიყვარს, ვიყო გამორჩეული. დიზაინის შემსწავლელ სკოლაში არ მივლია, მაგრამ მოზარდობისას მიყვარდა საკუთარი თავის წარმოჩენა. ხანდახან რთულია ბიზნესი. საქმის კეთების დროს ვსწავლობდი, რა მექნა. უკიდურესად ავთენტური ვარ. ჩემთვის ვიკერავდი რაღაცებს და აღმოჩნდა, რომ ყველას მოსწონს. ჩემი მთავარი მიზანი ის იყო, რომ უგანდაში მქონოდა წარმოება. ყოველთვის მეამაყებოდა, რომ უგანდელი ვარ. მინდა, ჩვენი კულტურა წარმოვაჩინო.“

Veryl Designs-ი აფრიკული ორნამენტების ხაზია. როდესაც ის დავაფუძნარაჩელი ამბობს რომ მისი მიზანი ის იყო, რომ საკუთარი კულტურა წარმოედგინა: „მინდა, ვაჩვენო თანამედროვე ორნამენტები, რადგან არასდროს მომწონდა მიბაძვა მოდაში.“

Veryl Designs-ი ლუქსორული ბრენდია, რომელიც მოდის ეკოლოგიურ კონცეფციას მისდევს. მისი მთავარი მიზანია, რომ ყოველთვის იფიქროს გარემოზე. იქ არასდროს ყრიან ნარჩენებს, არაფერი ფუჭდება, რადგან ყველაფერი, რასაც კი იყენებენ, ბუნებრივია.

რაჩელი ბუღალტერი იყო და მუშაობდა. მოულოდნელად ავად გახდა: ენდომეტრიოზი და ფიბრომიალგიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელსაც უხილავ შეზღუდულ შესაძლებლობას უწოდებენ.  ექიმმა უთხრა, რომ ჩვეულებრივ სამუშაოს ვეღარასდროს შეასრულებდა.

„ მუდმივად მტანჯავს ტკივილი. სამწუხაროდ, არ იკურნება“, – ამბობს რაჩელი. „დეპრესიის პერიოდიც გავიარე, რაც საბოლოოდ შემოქმედებად ვაქციე. კერვა დავიწყე. ჩემთვის ვკერავდი. მეგობრები მეუბნებოდნენ, კარგად კერავო. მეგობრებმაც დაიწყეს ჩემი შეკერილი სამოსის ჩაცმა. ხალხი მეხვეწებოდა, მეტი შეკერეო.“

მერე დამ უთხრა, ვებგვერდი შექმენიო. ვებგვერდის ჩაშვების დღეს 20 შეკვეთა მიიღო. პირველივე თვეში 10 ათასი ვიზიტორი ეწვია გვერდს. ერთ დღესაც შეკვეთების რაოდენობამ 5 ათასს მიაღწია. ეს იყო გარდამტეხი მომენტი. ამის მერე გაფართოვდნენ.

„დამწყები დიზაინერები, როგორც წესი, მზა ტანსაცმლის კოლექციით იწყებენ, რომლის ყიდვაც მაშინვე შესაძლებელია. ეს სტანდარტულ ზომებს გულისხმობს,“ -განმარტავს რაჩელი. „ჩვენი შეკვეთების  ზომები უფრო ინდივიდუალურს ეყრდნობა. როცა შეკვეთით ვკერავ, ისეთ რთულ ორნამენტებს ვარჩევ, როგორსაც ვერსად ნახავ.

ყოველთვის ვითხოვ ხარისხს. მინდა, რომ ჩემს ტანსაცმელში ლამაზად გამოიყურებოდე და გამორჩეული იყო. ვერც კი ჩამოგითვლით, რამდენი  წერს ასეთ კომენტარს: „ნუთუ ეს უგანდაში მზადდება?“ დიახ, ეს უგანდაში იკერება და ის ხარისხიანია.“

რაჩელი თვლის, რომ  Veryl Designs-ი მხოლოდ მისი არ არის.

„ ეს არის ის ხალხი, რომელთან ერთადაც ვმუშაობ. ესენი არიან ჩემი მოდელები, ის ხელოვანები, ვისთან ერთადაც ვიღვწით, ეს მთელი ეკოსისტემაა, ეს ჩემი კულტურაა, ეს აფრიკაა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდი ნდობაზე იდგეს. ჩემმა მკერავებმა იციან, რაც მომწონს. მათ იციან, რა არის ხარისხი. იციან, რამდენად სწრაფად უნდა ვიმუშაოთ,“ – ამბობს რაჩელი.

ტვესიგი რეჰემაჰი Veryl Designs-ის მკერავია.

„ ქსოვილს თავად არჩევს, თავად ადგენს დიზაინს და მერე მე ვკერავ“, – გვიხსნის ტვესიგი. „Veryl Designs-ი საშუალებას მაძლევს, რომ ის ვაკეთო, რაც ყველაზე მეტად მომწონს. დიზაინები მშვენიერ სამოსად იქცევა.“

ფლავია გენზა Veryl Designs-ის მოდელია:

„როგორც მოდელს, უამრავი ტანსაცმლის ჩაცმა მიწევს. როდესაც პირველად ვნახე  Veryl Designs-ი, მივხვდი, რომ განსაკუთრებულად მომეწონა, რადგან ხალისიანი იყო. ძალიან საინტერესო მოდელები იყო, განსხვავებული იმისგან, რასაც ყველგან ხედავ. გულთან ახლოს მოვიდა.

ის ფაქტი, რომ სამოსი შენს სხეულზეა მორგებული, დიდ სხვაობას ქმნის. ეს სამოსი ზუსტად მაზის ტანზე, რადგან მხოლოდ ჩემთვის შეიკერა.“

რაჩელი თვლის, რომ კომპანია მხოლოდ მაშინ განვითარდება, როდესაც  შეკრული გუნდი ჰყავს და კრიტიკის მიღება შეუძლიათ.

„მშვენიერია იმის გაცნობიერება, რომ ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია“, – ამბობს რაჩელი. „ჩემს სოციალური მედიაში ჩანს ის, რაც კადრს მიღმა ხდება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხს ვაჩვენო, თუ როგორ ვმუშაობთ და როგორ ვაუმჯობესებთ ხარისხსა და ვქმნით ბრენდს. ბრენდის შექმნას იმდენი რამ სჭირდება. თუ ბიზნესს მოჰკიდებ ხელს, გააკეთე საქმე, როგორც საჭიროა. ძალიან უნდა მოგწონდეს ბიზნესის შენება. სხვაგვარად ვერ გაუძლებ გრძელი ღამეების თევას. გქონდეს ფართო თვალსაწიერი. შექმენი გუნდი. გეამაყებოდეს საკუთარი საქმე და მზად იყავი კრიტიკისთვის. გაარკვიე, რა გამოგდის კარგად და ის აკეთე.“

მას შემდეგ რაც წარმატებას მიაღწია, რაჩელი აპირებს სხვებს მიხედოს.

„ მე არა ვარ მოდის ერთადერთი დიზაინერი. უგანდაში უამრავი კარგი დიზაინერია. ჩემი მიზანია, რომ ერთ დღეს ჩემი საკუთარი პროდუქციის ხაზი მქონდეს, რომელსაც ჩვენი საკუთარი ორნამენტებით გამოვუშვებთ. მინდა, უგანდელები დავასაქმო. მინდა, უგანდელ ხელოვანებთან ერთად ვიმუშაო. მინდა ვაჩვენო, რომ შესაძლებელია ხარისხიანი პროდუქტის გამოშვება აფრიკაში, უგანდაში.ვიცი, რომ ეს ძალიან დიდი ოცნებაა, მაგრამ ჩვენ მას ავისრულებთ“, – ამბობს რაჩელი.

ავტორი: გრეგორი ვორდი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend