საფრანგეთის ჩრდილოეთით ჯერ კიდევ არის გამოცხადებული განგაშის უმაღლესი დონე.
არსებობს წყალდიდობის საფრთხე, რადგან მდინარე აამ შესაძლოა 2002 წლის ისტორიული რეკორდი გაიმეოროს, როდესაც კალაპოტიდან გადმოვიდა და წყლის დონემ მეტრსა და 70 სანტიმეტრს მიაღწია.
Heavy flooding in Saint-Léonard, Pas-de-Calais, France 🇫🇷 7 November 2023 #floods #France #flooding #ClimateEmergencypic.twitter.com/O0wD95KKL1
— Disaster Tracker (@DisasterTrackHQ) November 7, 2023
მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია
ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიკეტა სკოლები, ზოგიერთ ადგილას კი შეჩერდა სარკინიგზო მოძრაობა.
საფრანგეთის მეტეოროლოგიური სამსახურის წარმომადგენლები პა-დე-კალეში 35-იდან 50 მილიმეტრამდე ნალექს პროგნოზირებენ. მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლებში და არ გადაადგილდნენ ავტომობილებით, საგანგებო სამსახურის ბრძანების შემთხვევაში კი დაემორჩილონ ევაკუაციის წესებს.
ამასთანავე, განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული საფრანგეთის დასავლეთ ნაწილის ზოგიერთ რეგიონში, სადაც მდინარეების ადიდებისა და კალაპოტებიდან გადმოსვლის საფრთხე არსებობს.