“ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას, რაც უნდა იყოს ყურადსაღები ხელისუფლების მხრიდან”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე, სადაც ევროკომისიამ გაფართოების ანგარიში წარადგინა.
„საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ნამდვილად გადადგეს ნაბიჯები. გილოცავთ!“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.