უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ ეთანხმება უკრაინის სამხედრო მეთაურს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთთან ომი ჩიხში შევიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც ფრონტის ხაზზე მყოფი მეომრები მოინახულა, გააკრიტიკა თავისი გენერალი და განაცხადა, რომ იგი ამ ქმედებით აგრესორს უადვილებს საქმეს.
უკრაინაში კი იზრდება რუსების მიერ დრონებით თავდასხმის შემთხვევები. როგორც ვარაუდობენ, ზამთრის მოახლოების ფონზე მოსკოვი აძლიერებს იერიშებს, რათა ზიანი მიაყენოს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას.
თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის ლიდერმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა, არ შეწყვიტოს უკრაინის დაფინანსება, რადგან უკრაინაში რუსეთის გამარჯვება ნატოს ქვეყნებშიც გამოიწვევს ომს.
Concerning the Russian strike on the warriors of the 128th Mountain Assault Brigade.
My condolences go out to the close ones of the fallen warriors. This is a tragedy that could have been avoided. Defense Minister Umerov informed me on all actions taken to determine full… pic.twitter.com/USA1Zcl0jd— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 5, 2023
რუსული მხარე ამტკიცებს, რომ აგრძელებს იერიშს დასახლება ავდიივკაზე, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
უკრაინული და ამერიკული მხარეები კი აცხადებენ, რომ რუსებს დიდი დანაკარგი აქვთ. მათი ინფორმაციით, რუსეთის მხარეს დაღუპული და დაჭრილი სამხედროების რაოდენობამ 305 000-ს გადააჭარბა.