მთავარიევროპაუკრაინარუსული სარაკეტო და საავიაციო შტურმი უკრაინაში

რუსული სარაკეტო და საავიაციო შტურმი უკრაინაში

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე მასირებული საარტილერიო და საავიაციო იერიში მიიტანეს. 6 ნოემბრის მონაცემებით, უკრაინის ტერიტორიაზე რუს ოკუპანტებთან 53 სხვადასხვა ინტენსივობის საბრძოლო დაპირისპირება იყო. ჯამში რუსეთმა 6 სარაკეტო, 70 საავიაციო და 76 საარტილერიო იერიში მიიტანა უკრაინაზე.

უკრაინული არმია კი ფრონტის სამხრეთ და აღმოსავლეთ ფლანგზე, რუსული ბომბების მიუხედავად, თავდაცვით ოპერაციას აგრძელებს. რუსი სამხედრო ბლოგერები აღნიშნავდნენ, რომ ხერსონთან, მდინარე დნიპროს ოკუპირებულ მხარეს, უკრაინელები რამდენიმე დღის წინ დაკავებულ პოზიციებს კვლავ ინარჩუნებენ. რუსული წყაროები ასევე საუბრობენ, რომ დრონებით ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინამ მორიგი იერიში მიიტანა და ასევე ფრთოსანი რაკეტებით ქალაქ ქერჩს შეუტია, სადაც, როგორც თავად რუსები აცხადებენ, კრემლის მორიგი სარაკეტო ხომალდი დაზიანდა. სასტიკი ბრძოლა გრძელდება აღმოსავლეთით, ავდიივკის ფლანგზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, აქ, ქალაქ დონეცკის ჩრდილოეთით, 10 სხვადასხვა ინტენსივობის იერიშია დაძლეული.

რუსული საოკუპაციო იერიშის შედეგად ზაპორიჟიის ოლქში დაჯილდოების ცერემონიის დროს უკრაინული სამხედრო დანაყოფი დაიბომბა. რუსი სამხედრო ბლოგერების ინფორმაციით, დაღუპულია 50-ამდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს დეტალებს, რადგან, როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ეს იყო ტრაგედია, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო.

რუსული აგრესიის სამიზნე გახდა ქალაქი ოდესაც, სადაც რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. რუსული დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით იერიშის შედეგად ოდესაში ისტორიული მნიშვნელობის ხელოვნების მუზეუმიც დაზიანდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend