მთავარიაზიაღაზაისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სანაპირომდე მიაღწიეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სანაპირომდე მიაღწიეს

ღაზის სექტორი საშინელი აფეთქებების ხმამ შეძრა. ექსპერტების შეფასებით, ეს ყველაზე ინტენსიური საჰაერო თავდასხმებია ომის დაწყების შემდეგ.
კომუნიკაციების, მათ შორის ინტერნეტის მიწოდება მოსახლეობას უკვე მესამედ შეუწყდა.

მჭიდროდ დასახლებული ღაზის სექტორის ჩრდილოეთით სახმელეთო ბრძოლები მიმდინარეობს. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ალყაში მოაქციეს ქალაქი ღაზა და ალყაშემორტყმული სანაპირო ზოლი ორად გაყვეს.

ისრაელის არმია ამბობს, რომ ღაზის ქალაქის აღებას დიდი მნიშვნელობა აქვს „ჰამასის“ დასაშლელად.

 

„ის, რაც დღეს [ქალაქ ღაზაში] ხდება, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია „ჰამასზე“ ზეწოლისთვის და მის დასაშლელად. „ჰამასს“ ესმის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის განხეთქილების შედეგები.  თქვენს კითხვაზე ჰუმანიტარული დახმარების შესახებ გიპასუხებთ, რომ ღაზის სექტორის სამხრეთი არის უფრო უსაფრთხო ზონა, სადაც შემოდის წყალი, საკვები და მედიკამენტები. საწვავი არ შემოვა“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარმა.

ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკზე მიტანილი იერიშის შემდეგ ხალხი ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებს.

პალესტინელი გოგონა. ჩრდილოეთ ღაზის სექტორი – Copyright Abed Khaled/The AP

კვირას ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ლტოლვილთა ორ ბანაკზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც  53 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაიჭრა.

ღაზაში „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო  აცხადებს, რომ 7 ოქტომბრიდან  ისრაელელი სამხედროების იერიშებს 9700 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ომი დაიწყო „ჰამასის“ მებრძოლების თავდასხმის შემდეგ, რის შედეგადაც  1400-ზე მეტი ისრაელელი დაიღუპა, ათობით ადამიანი კი ამ დრომდე მძევლად არის აყვანილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend