მთავარისაქართველოაუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები "ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის" აღდგენას ითხოვენ

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები “ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის” აღდგენას ითხოვენ

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები უკვე თითქმის მესამე თვეა სარეაბილიტაციო ცენტრის გარეშე არიან დარჩენილები.
მიზეზი ყოფილი ცენტრის შენობის ავარიულობის გამო დაწესებულების დროებით დახურვაა. მშობლების განცხადებით, მათ ამ დრომდე არ იციან, თუ სად გაგრძელდება “ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის” ფუნქციონირება. აქამდე ცენტრი ილიას უნივერსიტეტის ერთ-ერთ შენობაში ფუნქციონირებდა.
ამ საკითხზე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებმა სოციალური სამართლიანობის ცენტრში პრესკონფერენცია გამართეს. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს მათ უფლებებს.
მშობლების თქმით, მათი შვილები ვერ იღებენ მათთვის აუცილებელ სერვისებს, ვერ უტარდებათ თერაპიები და ამის გამო სახეზეა რეგრესი. მათი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამდივნოს უფროს ნიკო თათულაშვილთან მხოლოდ ერთი შეხვედრა შედგა, მას შემდეგ კი ისინი ინფორმაციულ ვაკუუმში არიან და მცდელობის მიუხედავად ნიკო თათულაშვილს ვეღარ უკავშირდებიან.
“სულ გვპირდებიან, რომ აი, მომავალ კვირას გაიმართება შეხვედრა, ორი კვირის შემდეგ გაიმართება შეხვედრა და ფაქტობრივად ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია ოფიციალური პირებისგან. საზაფხულო არდადეგების შემდეგ თითქმის 3 თვე გავიდა და ბავშვები არიან ამ თერაპიების გარეშე, რომლებიც ჰაერივით სჭირდებათ მათ. ჩემი შვილის, მათ შორის სხვა ბავშვების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ეწყებათ ობსესიები, ქცევითი სირთულე, თვითდაზიანება, ოჯახის წევრთა დაზიანება და ა.შ.”, – აცხადებს აუტისტური სპექტრის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელი მარი კორკოტაძე.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend