მთავარი საქართველო წინანდლის მამულში "GRAND JURY DU VIN"- ის ღვინის სიმპოზიუმი იმართება

წინანდლის მამულში “GRAND JURY DU VIN”- ის ღვინის სიმპოზიუმი იმართება

წინანდლის მამულში იწყება და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება შვეიცარიული ასოციაციის, „ღვინის დიდი ჟიურის” სიმპოზიუმი, რომლის ფარგლებშიც თავს მოიყრიან სომელიეები, ექსპერტები და ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ღონისძიება საქართველოში პირველად იმართება

სიმპოზიუმზე სადეგუსტაციოდ წარმოადგენენ როგორც ბორდო გრანდ კრუს კლასიფიკაციის ღვინოებს, ასევე ქართული ღვინის ნიმუშებს.

“სიმპოზიუმის ფარგლებში, „Grand Jury Du Vin“-ის ძალიან ცნობილი სპეციალისტები მრავალ სხვადასხვა ღვინოს სინჯავენ და აფასებენ. „Grand Jury Du Vin” საქართველოში პირველად ჩაატარებს ბორდოს “Grand Cru”-ს 2010 წლის ღვინოების დეგუსტაციას. ასევე ორგანიზაცია პირველად გამართავს ქართული ღვინოების დეგუსტაციას. ეს ქართული მეღვინეობისთვის კიდევ ერთი ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. წინანდალი ის ადგილია, სადაც ალექსანდრე ჭავჭავაძემ დაიწყო პროფესიული ქართული მეღვინეობა. შესაბამისად ჩამოსულ სტუმრებს ვაჩვენებთ, რომ ჩვენ არამხოლოდ ისტორიულად ვართ ღვინის სამშობლო, არამედ 19 საუკუნეში დაწყებული გვაქვს პროფესიული მეღვინეობა, რაც ამ დროს ცოტა ქვეყანას აქვს დაწყებული”, – ამბობს წინანდლის მამულის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ხარაბაძე

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით საქართველოში ღვინის სიმპოზიუმს პირველად ვატარებთ. საქართველოს ხომ ღვინის სამშობლოა. პირველ სიმპოზიუმზე სხვადასხვა ქვეყნის ღვინოების დეგუსტაცია იქნება შესაძლებელი. აქ წარმოდგენილი იქნება ღვინო ამერიკიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან. ჩვენთან ერთად იმყოფებიან გამორჩეული მეღვინეები, მათ შორის საფრანგეთიდან. სიმპოზიუმის მიზანია ერთმანეთს სხვადასხვა ღვინის კულტურები გავუზიაროთ. უკეთ გავიცნოთ ქართული ღვინო და შევისწავლოთ საქართველოში არსებული უამრავი ღვინის სახეობა”, – ამბობს „Grand Jury Du Vin“-ის პრეზიდენტი, ლორან ვიალეტი.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend