2-დან 5 ნოემბრის ჩათვლით თბილისი მე-6 საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალს მასპინძლობს
ღონისძიებები მიზნად ისახავს თანამედროვე ანიმაციური ხელოვნებისა და მასთან დაკავშირებული სფეროებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო და ადგილობრივი მიღწევების წარმოჩენას. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა კინოჩვენებები და მასტერკლასები, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოება ფილმების ავტორებთან შეხვედრასაც შეძლებს.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ფესტივალის დამაარსებელმა, ლალი კიკნაველიძემ და ანიმატორმა, ხათუნა ტატუაშვილმა ისაუბრეს.