ლიბანში “ჰეზბოლას” ლიდერმა ჰასან ნასრალამ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და მან ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომზე ისაუბრა. “ჰეზბოლას” ლიდერის თქმით, მისი ორგანიზაცია ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის. მისი განცხადებით, არ არის გამორიცხული რომ “ჰამასსა” და ისრაელს შორის დაპირისპირება რეგიონულ ომში გადაიზარდოს.
ჰასან ნასრალა, ჰეზბოლას ლიდერი: “ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. წამებულთა მიერ გაწეული მსხვერპლი არ დაიკარგება, არავინ იფიქროს, რომ ლიბანის წინააღმდეგ შეტევა ვინმეს შერჩება, ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა. რაც შეეხება უფრო დიდი ომის დაწყების შესაძლებლობას, ეს რეალურია და მტერს ეს სურს, ჩვენ კი უკან არ დავიხევთ. თქვენი სამხედრო ფლოტები ჩვენ არ გვაშინებს”.