ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ მოქმედებს ისრაელის ჯარი ღაზაში
🔴A cruise missile launched from the southeast toward Israeli airspace was successfully intercepted by F-35i fighter jets.
🔴On the same day, the IAF’s Arrow Aerial Defense System intercepted a surface-to-surface missile in the Red Sea area. pic.twitter.com/jZn0wcqwUX
— Israel Defense Forces (@IDF) November 2, 2023
ისრაელელი სამხედროები ახლა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და სხვა საფრთხეების მოძიებასა და განეიტრალებაზე მუშაობენ, რათა ჯარი თავისუფლად გადაადგილდეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის ჯარმა გაიარა ღაზის ქალაქის შესასვლელი და დასძინა, რომ ,,მტკივნეული დანაკარგის“ მიუხედავად, მათ ვერაფერი შეაჩერებთ.
ჰუმანიტარული ორგანიზაციები განგაშს აცხადებენ, რადგან შიშობენ, რომ ალყაში მოქცეულ ქალაქში ვერანაირი დახმარება ვერ შეაღწევს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს უახლესი მონაცემებით, ღაზის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9,025-მდე გაიზარდა, 22,000-ზე მეტი კი დაშავდა.
ისრაელი ცეცხლის შეწყვეტას არც განიხილავს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა განაცხადა.
,,ახლა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი არც კი დგას. ისრაელის თავდაცვის ძალები ომში არიან ჩართული. ისრაელი ომს „ჰამასის“ დასაშლელად აწარმოებს“, – განაცხადა ისრაელის IDF-ის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ.
We the IDF are facilitating the entry of water, food, medicine and medical equipment for the civilians of Gaza.
This is a war between Hamas—a terrorist organization—and the IDF, who are responding to the October 7 Massacre.
Listen as IDF Spokesperson, RAdm. Daniel Hagari… pic.twitter.com/kSF18HHAxk
— Israel Defense Forces (@IDF) November 3, 2023
გაერომ ისრაელი ერთ დღეში 4 სკოლის დაბომბვაში დაადანაშაულა, სკოლები თავშესაფრად გამოიყენებოდა. გაეროს სააგენტოს ცნობით, დაბომბვას 23 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
პალესტინის წყაროები ირწმუნებიან, რომ ისრაელი კვლავ ბომბავს იმ ტერიტორიას, რომლის ახლოსაც საავადმყოფოები და სხვა სამოქალაქო ობიექტებია.
მართალია, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ისრაელის მედიის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰუმანიტარული დახმარების მიზნით არ გამორიცხავს რამდენიმე საათით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესაძლებლობას.