მთავარიაზიაისრაელი"ღაზის სექტორის ჩრდილოეთის ნაწილს ისრაელის არმია განაგებს" - ისრაელის თავდაცვის ძალები

“ღაზის სექტორის ჩრდილოეთის ნაწილს ისრაელის არმია განაგებს” – ისრაელის თავდაცვის ძალები

27 დღეა, რაც “ჰამასსა” და ისრაელის თავდაცვის ძალებს შორის ომი მიმდინარეობს. ისრაელის თავდაცვის ძალები მეტწილად სამხედრო საჰაერო ძალებით უტევენ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილს, ისრაელის სამხედრო სახმელეთო ძალები კი იმავე მიდამოებში რეიდებს აწყობენ.

 

ისრაელის არტილერია ღაზის სექტორის საზღვართან, 31 ოქტომბერი, Copyright AP Photo/Ariel Shalit
“ჰამასი” კი ძირითადად, სარაკეტო შეიარაღებით ცდილობს მტრის განადგურებას. ვითარება იძაბება საერთაშორისო თვალსაზრისითაც, დემოკრატიული დასავლეთი ისრაელს უჭერს მხარს, გლობალური სამხრეთი კი მეტწილად პალესტინის პოზიციებს იზიარებს.
ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში სამხედრო საჰაერო და სახმელეთო ჯარებით იბრძვიან.
ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მათი მიზანი “ჰამასის” თავიდან ბოლომდე მოსპობაა.

 

7 ოქტომბერს “ჰამასსა” და ისრაელს შორის დაწყებული ომი ორ მხარეს შორის აქამდე მომხდარ 5 კონფლიქტს შორის ყველაზე მასშტაბური და სისხლიანია.
ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ჯარებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში “ჰამასის” მიერ მოწყობილი თავდაცვითი ზღუდე გაარღვიეს.

 

ისრაელმა “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლაში ამ ეტაპისთვის 332 ჯარისკაცი დაკარგა.
დანიელ ჰაგარი, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანი: “ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში წინ მიიწევენ, ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება, ღამის საათებში ბევრი ტერორისტია განადგურებული, ჩვენი სახმელეთო შენაერთები სამხედრო საჰაერო ძალებთან კოორდინაციით მოქმედებენ, გრძელდება ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასის” სამხედრო შესაძლებლობების დეგრადაცია.
გარღვეულია “ჰამასის” თავდაცვითი ზღუდეები ჩრდილოეთით, რეგიონის რამდენიმე მიდამოს უკვე სრულიად აკონტროლებს ჩვენი არმია, სამხედრო მოქმედებების მასშტაბს ვზრდით და წინ მივიწევთ”.
ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე რაფას სასაზღვრო პუნქტის გავლით ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გრძელდება.
ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიმდინარე ომის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი იზრდება.

 

პალესტინელებს გადაჰყავთ დაშავებული გოგონა ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში, 1-ელი ნოემბერი, 2023 წელი Copyright AP/Abed Khaled
პალესტინური მხარის ცნობით, დაღუპულია 9 ათასზე მეტი ადამიანი. დასავლეთ სანაპიროზე კი 130 პალესტინელია დაღუპული.
ისრაელში “ჰამასმა” 1400 ადამიანი მოკლა, ისრაელის 200-ზე მეტი მოქალაქე კი ტყვედ გაიტაცა.

 

ლევი ლიპშიცის დაკრძალვა.ის მოკლეს ღაზაში ოპერაციის დროს. 1-ელი ნოემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Ohad Zwigenberg

 

 

 

 

 

 

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend