მთავარიამერიკააშშაშშ ისრაელის მხარდაჭერას განაგრძობს

აშშ ისრაელის მხარდაჭერას განაგრძობს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ისრაელი ზეპარტიულ მხარდაჭერას ინარჩუნებს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტიის სპიკერი მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ ისრაელი ვაშინგტონისთვის ძვირფასი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოა. ამერიკელი პოლიტიკოსი ასევე ამბობს, რომ ისრაელს არ სჭირდება ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტა, ისრაელი წარმოუდგენელი ბოროტების სამიზნე გახდა და ამ ეტაპზე ისრაელი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ცდილობს, ვაშინგტონი კი ისრაელს ამ თვალსაზრისით მხარს მუდამ დაუჭერს.
მაიკ ჯონსონი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტიის სპიკერი: “რესპუბლიკური პარტია ისრაელს უპირობოდ უჭერს მხარს, ისრაელი ჩვენთვის ძვირფასი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოა. გასულ კვირას ჩვენ მივიღეთ რეზოლუცია, რომელიც ისრაელისთვის შესაბამისი დახმარების გაწევას კიდევ უფრო მეტად ამარტივებს, ამავე დროს ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს სახელმწიფოებს შორის მჭიდრო პარტნიორობას. რაც შეეხება მიმდინარე კონფლიქტს, ისრაელს არ სჭირდება ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტა, ისრაელი წარმოუდგენელი ბოროტების სამიზნე გახდა და ამ ეტაპზე ისრაელი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ცდილობს, ჩვენ კი ამ თვალსაზრისით ისრაელს მხარს მუდამ დავუჭერთ”.

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend