მთავარისაქართველოარასამთავრობო ორგანიზაციები მიმართვას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართვას ავრცელებენ

 

საქართველოს 150-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკომისიას წერილით მიმართავს, სადაც ისინი ევროკომისიას სთხოვენ გასცეს რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად.
ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის ურყევი არჩევანი და სასიცოცხლო ინტერესია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც თითოეული მოქალაქე იცხოვრებს ღირსეულად მშვიდობიან, შეძლებულ, თავისუფალ და სამართლიან სახელმწიფოში.
„ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით საქართველოში უკეთესი დემოკრატიისთვის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ და იმსახურებენ და რომლის ღირებულებებიც დღეს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს აერთიანებს. ჩვენ, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, დაეხმარება ქართველ ხალხს უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში, რადგან მეტი ევროკავშირი ნიშნავს ნაკლებ რუსეთს. მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის ერთგულ და ძლიერ ევროპელ მეგობრებს და კონკრეტულად ევროკომისიას, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend