მთავარიევროპაავსტრიავენაში გაეროს კორუფციასთან ბრძოლის მე-20 საიუბილეო კონფერენცია გაიმართა

ვენაში გაეროს კორუფციასთან ბრძოლის მე-20 საიუბილეო კონფერენცია გაიმართა

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, გაეროს კორუფციასთან ბრძოლის კონფერენცია სხვადასხვა მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

გაეროს კორუფციასთან ბრძოლის კონფერენცია, რომელიც 20 წლის იუბილეს აღნიშნავს, მსოფლიოში პირველი და ერთადერთი იურიდიული ანტიკორუფციული ინსტრუმენტია.

„20 წლის წინ, სწორედ აქ ვენაში, ამ შენობაში ჩატარდა კორუფციასთან ბრძოლის პირველი კონფერენცია. მსოფლიო გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საერთო ხედვის გარშემო გაერთიანდა. კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს გამჭვირვალე და ეფექტიან საჯარო სექტორს. ეს არის ბრძოლა სამართლიანობისა და თანაბარი შესაძლებლობებისთვის; მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის; ეს არის ბრძოლა იმ პრაქტიკების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობს კონფლიქტების, ორგანიზებულ დანაშაულის და ტერორიზმის დაფინანსებას“, – განაცხადა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის აღმასრულებელმა დირექტორმა გადა ვალიმ.

გაეროს მონაცემებით, 2015-დან 2021 წლამდე მსოფლიო მოსახლეობის 20 პროცენტს საჯარო სამსახურისთვის ქრთამი აქვს მიცემული.

მეოცე საიუბილეო კონფერენციის მიზანია ქვეყნებსა და ორგანიზაციებს შორის ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას კორუფციის პრევენციისა და მოპარული ქონების დაბრუნების გზების შესახებ.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რომ მივიღოთ კორუფციისგან თავისუფალი სამყარო. კორუფცია არა მხოლოდ საოცრად ანელებს პროგრესს, ის დიდ ზიანსაც გვაყენებს. ავსტრიამ და მსოფლიოს ყველა სახელმწიფომ საკუთარ თავს უნდა კითხოს, აკეთებს თუ არა საკმარისს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თუნდაც მცირე მასშტაბის კორუფცია სოციალურად მიუღებელი იქნება. სადაც კორუფცია წახალისებული არ იქნება. სადაც ნებისმიერი ასეთი მცდელობა სწრაფად აღიკვეთება, ხოლო დამნაშავეები მყისიერ დაისჯებიან”,  – განაცხადა განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვან დერ ბელენმა.

საიუბილეო კონფერენციაზე, მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლის ბოლო 10 წლის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

გაეროს ინფორმაციით, 2010 წლიდან მოყოლებული საერთაშორისო თანამშრომლობამ ხელი შეუწყო კორუფციით მოპარული 4 მილიარდ 300 მილიონი დოლარის დაბრუნებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend