„ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ ორგანიზებით, თბილისში კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული პრობლემების კომპლექსური მართვის ხელშეწყობა“. ღონისძიებას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიის დარგების, ჯანდაცვის სამინისტროს, მომხმარებელთა და მათი უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.
შეხვედრაზე ნარკოლოგიურ და ფსიქიატრიულ სერვისებში პაციენტების მართვის სირთულეების, ურთიერთთანამშრომლობის საერთაშორისო პრაქტიკის, ასევე ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული სერვისების დაახლოებისთვის თანმიმდევრული სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ იმსჯელეს.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ფსიქიატრმა, „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ ხელმძღვანელმა, ეკა ჭყონიამ ისაუბრა.