მთავარიაზიაღაზაღაზაში მიმავალი ჰუმანიტარული დახმარებით სავსე სატვირთო მანქანების რაოდენობა გაიზარდა - აშშ-ის სახელმწიფო...

ღაზაში მიმავალი ჰუმანიტარული დახმარებით სავსე სატვირთო მანქანების რაოდენობა გაიზარდა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ღაზაში მიმავალი ჰუმანიტარული დახმარებით სავსე სატვირთო მანქანების რაოდენობა გაიზარდა.

გუშინ, 31 ოქტომბერს რაფაჰის სასაზღვრო პუნქი 45-მა სატვირთო ავტომანქანამ გადაკვეთა, დღეს კი დამატებით 59 სატვირთო დაიძრა ღაზის სექტორის მიმართულებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ასევე აცხადებს, რომ შეერთებული შტატები რეგიონის ლიდერებთან დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აგრძელებს რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის ორმხრივი გახსნის თაობაზე, რათა ამერიკის თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა შეძლონ ღაზის სექტორიდან უსაფრთხოდ გამოსვლა.

„გუშინ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 45 მანქანა შევიდა. გუშინდელი მდგომარეობით, სართო ჯამში სულ მცირე 175 სატვირთომ გადაკვეთა რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი. დღეს დამატებით 59 სატვირთო გაემგზავრა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეგვიპტის და ღაზის სასაზღვრო პუნქტის გახსნა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. თუ მისი გახსნა შესაძლებელი გახდა, რაფაჰი მხოლოდ ცალმხრივად, სატვირთო მანქანებისთვის კი არ გაიხსნება, არამედ ორმხრივად ცალკეული ადამიანებისთვისაც. შესაბამისად ვიმედოვნებთ საზღვართან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმება, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების და მათი ოჯახების გამოსვლის შესაძლებლობას მოგვცემს. ჩვენ ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend