“გიორგობისთვე”

წინანდლის მამული და სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ ნოემბრის თვეში კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს უმასპინძლებს.

„გიორგობისთვე“ – ამ სახელწოდებით ღონისძიებები „სილქ ჰოსფითალითის“ ინიციატივით წინანდალში 3-იდან 30 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებთან ერთად წინანდლის მამულში გასტრონომიული დღეებიც ჩატარდება. ასევე წარმოადგენენ წინანდლის მამულის პარტნიორი მარნების ყველის, ღვინისა და შოკოლადის ნაწარმს.

რა დახვდებათ წინანდლის მამულში მისულ სტუმრებს ნოემბრის განმავლობაში – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში “სილქ ჰოსფითალითის” ბრენდ მენეჯერმა მარიამ ექსეულიძემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend