“ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ” – ასე ჰქვია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშს, რომელშიც ორგანიზაცია აფასებს 2023 წლის მარტის აქციების დროს მომხდარ ამბებს. ანგარიში ეხება როგორც აქციების დაშლის გადაწყვეტილებასა და ფორმას, ასევე დაშლის დროს ადამიანის უფლებათა სხვა ტიპის დარღვევას.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საუბრობს საიას ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი თამარ ონიანი.