მთავარიაზიაისრაელიისრაელის პრემიერი საპოლიციო ქვედანაყოფს შეხვდა

ისრაელის პრემიერი საპოლიციო ქვედანაყოფს შეხვდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამართალდამცველთა ელიტურ ქვედანაყოფს შეხვდა. ერთ-ერთი პირველი იყო სწორედ საპოლიციო შენაერთი „გიდეონი“, რომელიც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის ფონზე იცავდა მოქალაქეებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ისრაელის ყველა მოქალაქე მათ ვალშია და ის ქედს იხრის მათ წინაშე. „ჰამასს“ ისრაელის დაახლოებით 240 მოქალაქე ჰყავს გატაცებული.

ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი: “50-ზე მეტმა სამართალდამცველმა გაწირა სიცოცხლე მოქალაქეების გადასარჩენად. ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე. ისრაელის პოლიცია წმინდა საქმეს აკეთებს, თქვენ ჩვენ გვიცავთ ისე, როგორც დღეს დილას. ისრაელის ყველა მოქალაქე თქვენ წინაშე ვალშია, ქედს ვიხრი თქვენ წინაშე”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend