საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერებთან ნიკოლ ფაშინიანსა და ალი ასადოვთან 26 ოქტომბერს გამართულ სამმხრივ შეხვედრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც შუამავალი, დაინტერესებულია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობითა და სტაბილურობით. ამის შესახებ მან ისაუბრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან ერთად ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალური, ობიექტური შუამავალი და ორივე ქვეყნის მეგობარი, დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით.