„ჰამასის“ მიერ დატყვევებული ისრაელელი მძევლების ნათესავები დახმარებას ითხოვენ. მძევლების უმეტესობას ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და მათი ახლობლები მოუწოდებენ მთავრობებს, რომ თავიანთი მოქალაქეების გასათავისუფლებლად ყველაფერი გააკეთონ. ისინი მადრიდში ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ. პრესკონფერენცია ძალიან ემოციურად წარიმართა.
,,აქ იმისთვის ვარ, რომ ესპანეთსა და მთელ მსოფლიოს, ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, ვთხოვო, რომ ჩუმად ნუ იქნებიან და მოითხოვონ ჩემი ოჯახის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.’, -აცხადებს ერთ-ერთი მძევლის ოჯახის წევრი, მააიან სიგალ–კორენი 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ სასტიკ თავდასხმას დაახლოებით 1400 ადამიანი ემსხვერპლა და 200-ზე მეტი ტყვედ ჩავარდა. ,,იმედი მაქვს, რომ ევროპის ქვეყნები დაგვეხმარებიან ჩვენი მძევლების გათავისუფლებაში, რადგან იქ ჩემი მეგობრები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. იმის საშიშროება ყოველ წამს არსებობს, რომ მათ დახოცავენ, ამიტომ უნდა ვიჩქაროთ”, -ამბობს ლაურა ბლაიმან–ქადარი. მსგავსი შეხვედრები ბევრ სხვა ქვეყანაშიც გაიმართა. „ჰამასის“ ცნობით, ისრაელის დაბომბვის შედეგად 50 მძევალი დაიღუპა და მხოლოდ 4 გათავისუფლდა.