მთავარიაზიაღაზაგაერო: ღაზაში საწვავის მარაგი მალე ამოიწურება და დახმარების შეტანა შეუძლებელი გახდება

გაერო: ღაზაში საწვავის მარაგი მალე ამოიწურება და დახმარების შეტანა შეუძლებელი გახდება

გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტო ღაზის სექტორში საწვავის მიწოდების გაზრდას ითხოვს, რადგან მარაგი თითქმის ამოიწურა. ორგანიზაციის ინფორმაციით, თუ საწვავის მარაგი ამოიწურება, მათ მოუწევთ დახმარების მიწოდების მნიშვნელოვნად შემცირება, ზოგიერთ შემთხვევაში კი მისი სრული შეჩერებაც.

„ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საწვავზე წვდომა გვქონდეს. რას მოხდება როდესაც საწვავი ამოიწურება? ვიმედოვნებთ, რომ ამ მომენტამდე არ მივალთ, რადგან ასეთ შემთხვევაში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მოუწევს, ღაზის სექტორში საგრძნობლად შეამციროს თავისი ოპერაციები. ზოგიერთ შემთხვევაში კი სრულად გააჩეროს დახმარების მიწოდება. საწვავი სატვირთო მანქანებისთვის გვჭირდება, რომ დახმარების მარაგი დანიშნულების ადგილზე მიიტანოს. ასევე საწვავი გვჭირდება წყლის სატუმბი სადგურისთვის”,  – განაცხადა გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენელმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend